ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

9

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,143 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,26 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1,17 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,7084 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 15 ივლისს შევა ძალაში.

Comments
Loading...