ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

6

23 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ევროსთან – გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1549 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,17 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,15 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,7695 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 15,8 თეთრით, ხოლო ევროსთან – 27,8 თეთრით არის გამყარებული.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 24 ივნისს შევა ძალაში.

Comments
Loading...