ლარი დოლართან მიმართებით 2.89 თეთრით გამყარდა

5

15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 2.89 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1751 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.37 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8492 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 1.36 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3701 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 4.65 თეთრით შემცირდა და 4.4699 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 ივნისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...