ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

7

9 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.84 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1387 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8273 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.03 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3660 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.06 თეთრით გაიზარდა და 4.4500 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 ივნისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...