ლარი დოლართან მიმართებით 3.19 თეთრით გამყარდა – ხვალ ერთი დოლარი 3.22 ლარი ეღირება

12

2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3.19 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 28 ოქტომბრის შემდომ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.54 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9238 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.77 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3742 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 6.07 თეთრით შემცირდა და 4.5558 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 ივნისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...