ლარი დოლართან მიმართებით 1.41 თეთრით გამყარდა – ხვალ 1 დოლარი 3.25 ლარი ეღირება

8

1 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.41 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2547 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9792 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.21 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3819 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.64 თეთრით შემცირდა და 4.6165 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 ივნისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...