ლარი დოლართან მიმართებით 0.8 თეთრით გამყარდა

7

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება 3,3899 ლარი გახდა, რაც 0,8 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,86 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 4,1411 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 11,33 თეთრით, ხოლო ევროსთან — 11,78 თეთრით არის გაუფასურებული.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 19 მაისს შევა ძალაში.

Comments
Loading...