ლარი დოლართან მიმართებით 2.07 თეთრით გამყარდა

6

17 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა; ცვლილება 2.07 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3979 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1325 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.12 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4064 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.72 თეთრით შემცირდა და 4.7938 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 მაისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...