ლარი დოლართან მიმართებით 1.50 თეთრით გამყარდა

5

10 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა; ცვლილება 1.50 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4174 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.40 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1590 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.04 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4143 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 4.06 თეთრით გაიზარდა და 4.8182 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 მაისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...