ლარი დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გაუფასურდა

4

6 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.31 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4430 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.40 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1474 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.26 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4140 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.16 თეთრით გაიზარდა და 4.7889 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 მაისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...