ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა

9

5 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.01 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4399 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.15 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1334 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.12 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4114 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.22 თეთრით გაიზარდა და 4.7751 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 მაისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...