ლარი დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა

6

28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა; ცვლილება 0.19 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4529 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.66 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1666 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.19 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4216 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.58 თეთრით გაიზარდა და 4.7912 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 აპრილიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...