ლარი დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა

5

აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.14 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4548 ლარი გახდა – ეს 2021 წლის განმავლობაში დოლარის ღირებულების მაქსიმალური ნიშნულია.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1727 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4197 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.47 თეთრით გაიზარდა და 4.8070 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 აპრილიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...