ლარი დოლართან მიმართებით 0.69 თეთრით გამყარდა

9

ლარი დოლართან მიმართებით 0.69 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.62 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1115 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.06 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4271 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.12 თეთრით შემცირდა და 4.7363 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 აპრილიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...