ლარი დოლართან მიმართებით 0.28 თეთრით გამყარდა

5

12 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.28 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4232 ლარი გახდა. ამ გამყარების მიუხედავად, ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.2%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0798 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.01 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4195 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.06 თეთრით გაიზარდა და 4.7114 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 აპრილიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...