ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

4

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4410 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4464 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 შეადგინა.

ლარი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად  ერთი ევროს ღირებულება 4.0404 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კურსი 4.0426 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.

Comments
Loading...