ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა – ხვალ 1 დოლარი 2.95 ლარი ეღირება

33

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებით 0.0161 პუნქტით გაუფასურდა.

ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.9507 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.9346 ლარად არის შესაძლებელი.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ 1 ევროს ღირებულება 3.2889 ლარი იქნება. დღეს კი, 1 ევრო 3.2642 ლარი ღირს.

Comments
Loading...