ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

5

5 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 3.4173 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4343 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.70 თეთრი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროს მიმართაც გამყარდა 4.0136 ლარამდე, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.10 თეთრი შეადგინა.

დღესვე ლარი ლირის და გირვანქა სტერლინგის მიმართაც გამყარდა, შესაბამისად, 0.4201 და 4.7371 ლარამდე.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 აპრილიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...