ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

8

25 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1489 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,19 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,1 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,7601 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 15 თეთრით, ხოლო ევროსთან — 28,2 თეთრით არის გამყარებული.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 26 ივნისს შევა ძალაში.

Comments
Loading...