ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

10

24 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,147 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,79 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,7591 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 16,56 თეთრით, ხოლო ევროსთან — 28,82 თეთრით არის გამყარებული.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 25 ივნისს შევა ძალაში.

Comments
Loading...