ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7

12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1329 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6204 ლარი გახდა. 0.21-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.2661 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...