ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

8

4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1411 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,66 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1,77 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,6487 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 5 ოქტომბერს შევა ძალაში.

Comments
Loading...