ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

12

6 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1132 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,64 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1,04 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,6929 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 7 სექტემბერს შევა ძალაში.

Comments
Loading...