ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

6

4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1022 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,26 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1,39 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,678 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 5 აგვისტოს შევა ძალაში.

Comments
Loading...