ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

4

30 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.47 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1244 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.31 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7174 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.28 თეთრით გაიზარდა და 4.3670 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 31 ივლისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...