ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

10

26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.72 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0828 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.10 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6371 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.70 თეთრით შემცირდა და 4.2521 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 ივლისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...