ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

9

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასვეე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1221 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 1,65 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 2,58 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,685 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 17 ივლისს შევა ძალაში.

Comments
Loading...