ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

5

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1404 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.39 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7201 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.06 თეთრით შემცირდა და 4.3523ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 ივლისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...