ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

5

8 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასვეე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1446 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,76 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1,28 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,7207 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 9 ივლისს შევა ძალაში.

Comments
Loading...