ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

8

2 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი გამყარდა. დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1593 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0.26 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,7375 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 3 ივლისს შევა ძალაში.

Comments
Loading...