ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

4

1 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1619 ლარი გახდა

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.55 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7484 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.02 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3638 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.21 თეთრით შემცირდა და 4.3555 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 ივლისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...