ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

5

30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1659 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.31 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7639 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.15 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3640 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.22 თეთრით გაიზარდა და 4.3876 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 ივლისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...