ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

25

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.90 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9089 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0357 ლარი შეადგინა.

ლარი აგრეთვე გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. ევროს კურსი დღეს 3.2606 ლარი იყო, ხოლო ხვალ 3.2210 ლარი იქნება, რაც 0.0396 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია.

Comments
Loading...