ლაგოდეხში პირველი მზის მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა, რომლის სიმძლავრეც 3 კვტ-ს შეადგენს. ამის შესახებ ენერგოპლატფორმა წერს.
მზის ელექტროსადგური ნეტო აღრიცხვის სქემით ენერგო პრო ჯორჯია/energo pro Georgia-ს ქსელზე არის მიერთებული.
დათო კეღოშვილის მზის ელექტროსადგური 10 ცალი 300 ვატიანი მზის პანელებისგან შედგება. პროექტის განხორციელების ღირებულებამ 2100 აშშ დოლარი შეადგინა.