ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 28 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

71

მიმდინარე წლის 28 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ბოლოკიანს, ვარდისუბანს, თამარიანს, თელას, კაბალს, კავშირს, კართუბანს, მაწიმს, მშვიდობიანს, ნაწისქვილარს, ნინიგორს, რაჭისუბანს, საქობოს, სვიდებას, უზუნთალას, ლაგოდეხს, ყარაჯალას, შრომას, ცოდნისკარს, ჭიაურსა და ჰერეთისკარს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფომრაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 28 სექტემბრის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...