კრემლი პუტინი-ლუკაშენკოს კამათზე: სამუშაო შეხვედრა ყოველთვის ერთიან მოსაზრებას არ გულისხმობს

29

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ახალ წლამდე კიდევ ერთი შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე ისინი ორმხრივ ურთიერთობაში არსებულ პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“სამუშაო შეხვედრა ყოველთვის ერთიანი მოსაზრების ქონას არ გულისხმობს. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ცოცხალი მექანიზმია, რომელიც ყველა მონაწილეს ეხება”, – აცხადებს პესკოვი.

ევრაზიის ეკონომიკურ სამიტზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, ლუკაშენკომ და პუტინმა გაზის გადასახადებთან დაკავშირებით იკამათეს. ლუკაშენკომ პუტინს განუცხადა, რომ როგორ შეიძლება კონკურენცია გაწიო სიტუაციაში, როდესაც ბელარუსის მოსახლეობა 1 ათას კუბურ მეტრზე გაზში 130 აშშ დოლარს იხდის მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეები, გაზის ამავე რაოდენობაში 70 აშშ დოლარს იხდიან. ამაზე საპასუხოდ კი, პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსია გაზს რომ საბაზრო ფასში ყიდულობდეს, მინსკი 1 ათას კუბურ მეტრ გაზში 200 აშშ დოლარზე ნაკლებს გადაიხდიდა.

შემდეგ პუტინმა მაგალითისთვის გერმანია მოიყვანა, რომელიც 1 კუბურ მეტრ გაზში 250 აშშ დოლარს იხდის.

სამიტის დასრულების შემდეგ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას კიდევ აპირებს, რაც მისი თქმით, დეკემბრის ბოლოს მოხდება.

Comments
Loading...