კორეის ქალაქ უსანის მერის მოადგილე: ყველაზე მეტად ქართულმა ანბანმა მომხიბლა

364

სასტუმრო "ბილტმორში" გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზებას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კოფენრეციის მონაწილეებს სიტყივთ მიმართა კორეის ქალაქ უსანის მერის მოადგილე ჰიო ვონ ვუკმა. ქალაქ უსანში 2015 წელს ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-2  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

"მე საქართველოში გუშინ ჩამოვედი, მაგრამ დროის ამ მცირე მონაკვეთის მიუხედავად  ყველაზე მეტად რაც  მომხიბლა ეს არის ქართული ანბანი, საქართველოთვის ეს ძალიან  საამაყოა. მინდა პატივი ვცე ქართულ ენას და ქართულ ანბანს, გილოცავთ მე-3 ევროაზიული მთის კურორტების კონფერენციის გახსნას, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ამ ღონისძიებას თქვენს ლამაზ დედაქალაქ თბილისში.

მივესალმები  გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალურ ტალებ რიფაის, საქართველოს მთავრობას, მინდა განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას, თბილისის მერის დავით ნარმანიას და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის მიმართ და  მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ამ ღონისძიების  ორგანიზებისთვის. საქართველო და კორეა აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროში, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი კორეელი ტურისტი ინტერესდება საქართველოს მიმართულებით.  ისინი გრძელ მარშრუტს გადიან აქ მოსახვედრად.

7700 კილომეტრის გავლა უწევთ ჩვენს მოგზაურებს. საქართველო კორელი ტურისტებისათვის  აუცილებელ მოსანახულებელ მიმართულებათა სიაშია.  ეს კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ იხილოთ კავკასიონის მთების სილამაზე. საქართველო ეს არის თანამედროვე ქვეყანა, მდიდარი კულტურით და ისტორიით", – განაცხადა ჰიო ვონ ვუკმა.

Comments
Loading...