კონსტანტინე ჯაში: ყველა ბავშვს აქვს სურვილი, იაროს ტანვარჯიშზე

15

“ტანვარჯიშზე სიარული ისეთი სოციალური მნიშვნელობის პროგრამაა, რაც მეტ ფულს ჩადებ მასში, მით მეტად გამარჯვებული და გაძლიერებული იქნები” – აცხადებს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ჯაში “სპორტალ.ჯი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“იმდენად პოპულარულია, რომ ყველა ბავშვს აქვს სურვილი, იაროს ტანვარჯიშზე. სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. დღესდღეობით საქართველოში ტანვარჯიშის ფედერაცია მოიცავს 4 ძირითად სახეობას. ეს არის სპორტული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, მხატვრული ტანვარჯიში და ამას დამატებული არაოლიმპიური სახეობა სპორტული აკრობატიკა.

პირველი სამი ოლიმპიური სახეობებია, შესაბამისად, ჩვენი სპორტსმენები აქტიურად იბრძვიან ლიცენზიების მოსაპოვებლად და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობენ” – აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.

Comments
Loading...