კონიაკის გაყიდვებმა მსოფლიოში ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

111

მსოფლიოში კონიაკის გაყიდვებმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: 12 თვის განმავლობაში, 2018 წლის 31 ივლისამდე, 205,9 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონიაკების ფრანგული ნაციონალური  ბიურო ავრცელებს (BNIC).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე ოთხი წელიწადია, რაც მსოფლიოში კონიაკის მიწოდება იზრდება.

"სექტორის კარგი შედეგების წყალობით, კონიაკის მწარმოებლები დარწმუნებული არიან თავიანთ სამომავლო პერსპექტივებში და აგრძელებენ ინვესტირებას, პროდუქციის განვითარებას", – ამის შესახებ განცხადებას კი ბიუროს ვიცეპრეზიდენტი კრისტოფ ფორგეტი აკეთებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ფრანგული კონიაკის ექსპორტი 5,4%-ით გაიზარდა. საფრანგეთიდან კონიაკის ექსპორტი 150-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. კონიაკის ყველაზე დიდი რაოდენობის იმპორტი კი ხორციელდება აშშ-ში, სინგაპურსა და ჩინეთში.

Comments
Loading...