კომპანია Tesla ავტომობილების Model S და X შეკვეთების მიღებას, რომელთა ძრავაც 75 კვტ/სთ-ია, 14 იანვარს შეწყვეტს. ამის შესახებ კომპანიის დამაარსებელი ილონ მასკი თავის ტვიტერზე წერს.
“თუკი თქვენ მოგწონთ ეს მოდელები, გთხოვთ, რომ შეკვეთა კვირა საღამომდე გააკეთოთ”, – წერს მასკი.
აღნიშნული ვერსიის ავტომობილების წარმოების შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Model S და X მოდელის ავტომობილები აღჭურვილია 75 კვტ/სთ-იანი ძრავით. ეს ვერსიები კომპანიის ყველაზე დაბალფასიანი ატომობილები იყო. ახლა კომპანიის ყველაზე დაბალფასიანი ავტომობილი 84 750 აშშ დოლარი ეღირება.
კომპანია Tesla 2003 წელს დაარსდა. თავდაპირველად კომპანიას ელექტრომობილის მხოლოდ 4 მოდელი ჰქონდა: Roadster, Model S, Х და 3 და სატვირთო Semi. ამ ეტაპზე Roadster-ისა და Semi-ს გარდა ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია. სატვირთოს გაყიდვები წელს დაიწყება, ხოლო Roadster-ის 2020 წელს.