კომპანია SpaceX-მა რაკეტამზიდ Falcon 9-ის მეორე საფეხურის განახლებაზე უარი თქვა

46

ამერიკულმა კომპანიამ SpaceX უარი განაცხადა რაკეტამზიდ Falcon 9-ის განახლებაზე, რათა მისი გაშვება განმეორებით მომხდარიყო. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი თავის ტვიტერზე ავრცელებს.

“სხვათაშორის, SpaceX არ აპირებს, განმეორებითი გამოყენების მიზნით განაახლოს Falcon 9. დაგეგმილია მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები, რათა გაიზარდოს რაკეტის სანდოობა, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი NASA-სა და აშშ-ის საჰაერო ძალების მხრიდან მხარდაჭერა გვექნება”, – წერს ილონ მასკი.

ამის ნაცვლად, კომპანია იმედოვნებს, რომ დააჩქარებს Big Falcon Rocket (BFR)-ს – ახალი თაობის ნაკეტამზიდი და კოსმოსური ხომალდი. კომპანიის ჩანაფიქრის მიხედვით, ამ სისტემის გამოყენება განმეორებითაც თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს. SpaceX-ის გათვლების მიხედვით, ახალი თაობის რაკეტამზიდმა კოსმოსში, ინტერპლანეტარული კოსმოსური ხომალდის გაყვანა უნდა შეძლოს, რომლის სიგრძეც 48 მეტრია. მეტი დეტალის შესახებ კი ილონ მასკს ჯერჯერობით არ უსაბრია.

გასული წლის მარტში, კომპანიამ SpaceX, ისტორიაში პირველად, რაკეტა Falcon 9-ის განმეორებითი გამოყენება წარმატებით განახორციელა. კომპანიამ აგრეთვე შეძლო აღნიშნული რაკეტის ელემენტის დედამიწაზე არსებულ სპეციალურ პლატფორმაზე წარმატებით დასმა.

Comments
Loading...