კომპანია Samsung-ი ინდოეთისთვის დაბალფასიან სმარტფონებს გამოუშვებს

45

კომპანიამ Samsung, ინდოეთისთვის წარადგინა სმარტფონების საბიუჯეტო მოდელები, რომელთა გამოშვებასაც იანვარში გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

“მათ მიზანს წარმოადგენენ მილენიალელები, რომლებზეც ინდოეთის 1,3 მილიარდი მაცხოვრებლის მესამედი მოდის და რომლებიც ქვეყნის ონლაინ-მყიდველების ნახევარს შეადგენენ”, – ნათქვამია ინდოეთში კომპანიის მთავარი ვიცეპრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Samsung-ში აღნიშნავენ, რომ 5 თებერვალს სერია М-ის სამი სმარტფონის წარდგენას აპირებენ, მათი ღირებულება 20 ათას რუპიაზე ნალები იქნება, რაც დაახლოებით 283 აშშ დოლარია, ხოლო ამ სერიის ყველაზე დაბალფასიანი მოდელი 10 ათას რუპიაზე ნაკლები, დაახლოებით 141 აშშ დოლარი იქნება.

ისინი აღჭურვილი იქნება 2 ან 3 კამერით. კომპანია ახალ სმარტფონებს თავისი ოფიციალური ვებ-გვერდისა და Amazon-ის მეშვეობით გაყიდის. შემდეგ კი, შედეგების მიხედვით, კომპანია აღნიშნული მოდელების რეალიზაციას სხვა ქვეყნებშიც მოახდენს.

Comments
Loading...