კომპანია Renault, რუსეთის ბაზარზე, Logan-ის და Sandero-ს მოდელებს საკუთარი ბრენდის ქვეშ არ გაყიდის

48

კორპორაცია Renault, რუსეთისა და ბრაზილიის ბაზრებზე, თავისი ბრენდის ქვეშ, Logan და Sandero მოდელების გაყიდვაზე უარს აცხადებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამის მიზეზი ის არის, რომ კომპანიას თავისი ბრენდის გატანა უფრო ძვირადღირებულ კატეგორიაში სურს.

ამგვარად, ევროპის საზღვრებს გარეთ, კომპანია Renault, მოდელების Logan და Sandero გაყვანას თავისი რუმინული Dacia-თი აპირებს. გამონაკლისი იქნება მხოლოდ კროსოვერი Duster, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი რუმინული წარმოების არის, იგი უწინდელივით, ბაზარზე მიღწეული წარმატების გამო, Renault-ის ბრენდის ქვეშ გაიყიდება.

გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 7 თვის განმავლობაში, Renault-ს მოდელის Sandero გაყიდვების მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა და 18,6 ათასი ცალი შეადგინა. ამავე პერიოდში, რუსეთში Renault Logan-ის 18,5 ათასი მოდელი გაიყიდა, რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანობაში, 2018 წლის 1-ლი იანვრისთვის, რუსეთის ბაზარზე Renault Logan-ის 639 ათასი მოდელის რეალიზაცია მოხდა. ამ მაჩვენებლით კი, რუსეთში, ავტომობილების ყველაზე პოპულარულ ბრენდებს შორის იგი მეხუთე ადგილს იკავებს.

Comments
Loading...