კომპანია Intel-მა თავისი ახალი ლოგო წარადგინა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ეს Intel-ის ბრენდინგს მკვეთრად ამარტივებს.
ტექსტში ნათქვამია, რომ ახალი ლოგო დახვეწილი სიმეტრიით და პროპორციებით მისდევს ძველი ვერსიების მემკვიდრეობას, რაც მას როგორც ნაცნობს, ისევე ახალს ხდის.
ტექსტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ წერტილი i-ს თავზე განასახიერებს კომპანიის პროცესორების პოტენციალსა და ძალას. კომპანია დაარსდა 1968 წელს. Intel აწარმოებს ელექტრონულ მოწყობილობებს და კომპიუტერულ კომპონენტებს, მათ შორის მიკროპროცესორებს. კომპანიის ბრუნვამ 2019 წელს 72 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.