კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა

13

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. საკადრო ცვლილება,  კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე  გადასვლას უკავშირდება.

ივანე მაჭავარიანი ქალაქ თბილისში, 1974 წლის 11 თებერვალს დაიბადა. პროფესიული კარიერა მან კომპანია „ჯეოსელში“ 1997 წელს დაიწყო, სადაც 21 წლის განმავლობაში, სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე იმუშავა. 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ხოლო 2021 წლის 25 თებერვლიდან, ვიცე პრემიერის  თანამდებობას იკავებდა.

ახალი დირექტორი კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

Comments
Loading...