კომპანია Google ოფისში გამოცხადებამდე თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას მოსთხოვს

6

კომპანია Google ოფისში სამუშაოდ გამოცხადებამდე თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას მოსთხოვს. ამის შესახებ ბლოგში კომპანიის დირექტორი სუნდარ პიჩაი წერს.

თავდაპირველად, ეს პოლიტიკა აშშ-ში, რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. შემდეგ ვაქცინაციის მოთხოვნის წესი სხვა ქვეყნებშიც ამოქმედდება. ყველაფერი კი ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე იქნება დამოკიდებული.

ამასთან, ხელმძღვანელები ვალდებულები იქნებიან, მისცენ რეკომენდაციები მათ, ვინც ვაქცინაციას ობიექტური მიზეზების გამო ვერ გადის.

გარდა ამისა, კომპანიამ ნებაყოფლობითი დისტანციური მუშაობის რეჟიმი 18 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

Comments
Loading...