კომპანია Apple ბოლო ორი თვის მანძილზე რიგით მეორე პრეზენტაციას გამართავს

31

Apple-მა მოსაწვევები გააგზავნა თავისი პროდუქციის პრეზენტაციაზე, რომელიც 30 ოქტომბერს შედგება. ამის შესახებ CNBC წერს. ეს იქნება რიგით მეორე მსგავსი მსხვილი ღონისძიება, რომელიც კომპანიამ ბოლო 2 თვის განმავლობაში განახორციელა.

პრეზენტაცია ნიუ-იორკში, ბრუკლინის მუსიკალურ აკადემიაში ჩატარდება. ღონისძიების სლოგანი, რომელიც მოსაწვევებზეა დატანილი ასე ჟღერს: There is more in the making.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple-მა მოსაწვევები სხვადასხვა დიზაინით გააგზავნა, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზენტაციაზე შესაძლებელია რაღაც მოულოდნელი მოხდეს.

როგორც CNBC და The Verge წერენ, კომპანია ახალ iPad Pro-სა და Mac-ის მოდელებს წარადგენს.
კომპანიის ბოლო პრეზენტაცია კალიფორნიაში, 12 სექტემბერს ჩატარდა. პრეზენტაციის ფარგლებში, Apple-მა სამი ახალი აიფონი: XS, XS Max და ბიუჯეტური მოდელი XR წარადგინა.

Comments
Loading...