კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

19

დღეს, 25 დეკემბერს, ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N144-თან ავარიულად დაზიანდა  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი.

კომპანიამ დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ჯივიპის საავარიო ჯგუფი ადგილზე, 24 საათიან რეჟიმში, აქტიურად იმუშავებს.

სამუშაოების მიმდინარეობისას, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 25 დეკემბერს, საღამოს 20:00 – საათიდან, ხვალ 26 დეკემბრის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

დადიანის, ხუდადოვის, კახიანის, მესხის, ქებურიას, ურიდიასა და მიმდებარე ქუჩებს.

 

ჩუღურეთის რაიონში: 

აწყურის, აბაშის, ატოცის, ცაიშის, თამარაშვილის, აფხაზეთის, ივერთუბნისა და მიმდებარე ქუჩებს.

 

ისნის რაიონში: 

მახათას აღმართს, სამხედრო დასახლებას, აგიაშვილის, რეხის I – III, ქუჩებს, ავლაბრის, აწყურის, ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს. 

 

სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

Comments
Loading...