კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

35

ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების 1400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა, – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი” ავრცელებს.

“ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ნაძალადევის რაიონში ანაპის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, მუხიანის აგარაკებს, თემქის და გლდანის მიკრორაიონების ნაწილს.

წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 25 იანვარის დილის 11:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...