კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

398

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" #დაზოგეწყალი კამპანიის საპილოტე ეტაპი  4 ივნისს საზეიმოდ დასრულდა. ღონისძიება თბილისის ზღვის მიმდებარედ გაიმართა.

კამპანიის მიზანს  წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდა წარმოადგენს.

4 ივნისს, კამპანიის მხარდასაჭერად პროფესიონალური ველოშეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ველოსპორტის ფედერაციის სპორტსმენებმა მიიღეს. საპრიზო ადგილებზე გასული ველოსიპედისტები, ჯივიპიმ ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

რაც შეეხებათ #დაზოგეწყალი კამპანიაში გამარჯვებულებს,  პირველ ადგილზე გასული 215-ე საჯარო სკოლის  გუნდი ეკობანაკის საგზურით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული 182-ე და 176-ე საჯარო სკოლის გუნდების წევრებმა, ჯილდოდ,  სპეციალურად მათთვის ორგანიზებული შემეცნებითი ტურის საგზურები მიიღეს.

კამპანია #დაზოგეწყალი სექტემბერში გაგრძელდება და მასში თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან.

მიმდინარე კვირის მანძილზე  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებდა:

კომპანიამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა – მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ, დიუკერული ტიპის  შემაერთებელ კოლექტორზე ორი ახალი, ევროსტანდარტის 1000 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყო. დედაქალაქის განაშენიანების მატების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია წყალარინების სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება. აღნიშნულ  პროექტში კომპანიამ 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ასევე, ისნის რაიონში, ჭრელაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამაუშაოები აქტიურად გრძელდება- წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

გლდანის რაიონში,  იპოლიტოვ ივნოვის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა  – წყალარინების ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვალა.

საბურთალოს რაიონში, თევდორე ტირონის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალსადენის ქსელის 760 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.

ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის ხევის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.  წყალსადენის ქსელის 1კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. კომპანია აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში 50 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ასევე, ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალარინების ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.

მთაწმინდის რაიონში, წავკისში,  ვახტან მეექვსეს ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო –  წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ვაკის რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის მეოთხე ჩიხში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 290 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

Comments
Loading...